ევროკავშირი შეაჩერებს სირიის საბანკო, ენერგეტიკული და საბანკო სისტემების წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს, იტყობინებიან დიპლომატები. როგორც რადიო თავისუფლება იტყობინება, ბრიუსელის მიზანია, შეეცადოს ქვეყანას დახმარება გაუწიოს აღდგენაში ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ.
სირიის ახალი მმართველები დასავლეთისგან მოითხოვენ სანქციების შერბილებას, რომელიც ასადს დაუწესეს სამოქალაქო ომის დროს. ევროპის ქვეყნებია, ასევე სხვა სახელმწიფოები არ აპირებენ საბოლოო ნაბიჯების გადადგმას მანამ, სანამ სირიის ახალი ისლამისტი მმართველებისგან არ მიიღებენ მკაფიო სიგნალებს, რომ სერიოზულად უდგებიან გარდამავალი პერიოდის ინკლუზიურობას.
ევროკავშირის ეს ნაბიჯი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა დაამტკიცონ, ოფიციალური სვლაა მას შემდეგ, რაც ბლოკმა იანვარში გამოაცხადა სანქციების შეჩერების თაობაზე წინასწარი შეთანხმების შესახებ.
დიპლომების თანახმად, სანქციები კვლავ ამოქმედდება, თუ სირიის მმართველები დაარღვევენ პირობას, რომელიც დემოკრატიისკენ სვლას და უმცირესობების უფლებების დაცვას გულისხმობს.
20 თებერვალს გაერომ გამოაცხადა, რომ ზრდის ახლანდელი ტემპებით, სირიას 50 წელიწადი დასჭირდება, რათა იმ ეკონომიკურ დონეს მიაღწიოს, რომელიც სამოქალაქო ომის დაწყებისთვის ჰქონდა. სირიის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა განადგურდა მრავალწლიანი იზოლაციის შედეგად, რომელშიც ოპოზიციის ჩახშობისა და სამოქალაქო ომის დაწყების გამო მოექცა ასადის მთავრობა, რომელსაც რუსეთი და ირანი უჭერდნენ მხარს.
Discussion about this post