ევრო კავშირში რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა აგვისტოს შუა რიცხვებამდე გადაიდება, არადა გეგმის თანახმად, იმპორტი ივლისის შუარიცხვებამდე უნდა აკრძალულიყო.
რუსული ნავთობი და გაზი, რომლელიც ევროკავშირში დიდი მოცულობით შედის, კვლავ ხელუხლებელი რჩება. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა აგვისტოს შუა რიცხვებიდან უნდა დაამტკიცონ ემბარგო რუსულ ქვანახშირზე. წყაროს ცნობით, გერმანია დაჟინებით მოითხოვდა თარიღის გადადებას.
ევროკავშირიდან რუსული ნახშირის იმპორტის შეჩერება არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ქვაკუთხედი, რომელიც ევროკომისიამ ამ კვირაში ბუჩაში მომხდარი საშინელი მოვლენების საპასუხოდ შესთავაზა.
აღნიშნულია, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, პაკეტის დამტკიცება ევროკავშირის პირველი აკრძალვა იქნება რუსეთიდან ენერგეტიკის იმპორტზე
როგორც UNIAN იტყობინება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი, რომელიც ბუჩაში რუსეთის სასტიკი ქმედებების საპასუხოდ შემუშავდა, მოიცავდა შეზღუდვებს ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და საბანკო საქმეებზე.
უახლოეს 10 წელიწადში ტრილიონერები გამოჩნდებიან
საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, Oxfam-ის ახალი კვლევის თანახმად, მილიარდერების ქონება ბოლო ერთ წელიწადში სამჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა წინა წელთან შედარებით და...
Read more
Discussion about this post