ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, სადაც დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. პროექტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 63 და თავი შეიკავა 81-მა. წერს უბლიკა
მათ შორის: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.
ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და მიიჩნევენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
ამასთან, ისინი მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ მისი შეჩერების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ EU-ის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ საქართველოში აღარ სრულდება.
Discussion about this post