ევროპარლამენტის დეპუტატებმა მარკეტა გრეგოროვამ და ვიოლა ფონ კრამონმა უარყვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ოპოზიცია ცდილობდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაბლოკვას.
ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპარლამენტარებს ეხვეწებოდნენ. ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებინათ საქართველოსთვის.
„ბატონო ღარიბაშვილი, იყავით ბრიუსელში? მე არ მინახიხართ. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ვიყავი და თითქმის ყველა გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსს. ასე რომ, ნუ იტყუებით, მობრძანდით ბრიუსელიში და ვისაუბროთ, ნუ შექმნი პრობლემებს, მოაგვარე ისინი“, – წერს გრეგოროვა ტვიტერზე.
თავის მხრივ, ფონ კრამონმა განაცხადა, რომ შეხვედრის თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ მან არ უპასუხა.
ბრატისლავაში ყოფნის დროს ვთხოვე პირადად შემხვედროდა, სამწუხაროდ, პასუხი არ მოუციათ, ამაზე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სხვა რა გვექნა? – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ბორელი: საქართველომ ნეგატიურად არ უნდა აღიქვას ევროკავშირის უარი
საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, თუმცა ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო. ევროკავშირი დათანხმდა ოფიციალურად აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროსაბჭო ხუთშაბათს მიიღებს, თუმცა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა უკვე გაახმაურა, რომ კანდიდატები მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა გახდებიან.
ევროკომისიამ თავის რეკომენდაციებში საქართველოსთვის რეფორმების ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი დაუწესა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელს გახდის კანდიდატზე განაცხადის შეტანას.
რამდენიმე დღის უკან თბილისში ასიათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე
მოთხოვნით საქართველომ შეძლოს ისტორიული შანსის გამოყენება და გახდეს ევროკავშირის წევრი.
Discussion about this post