სამხრეთ აფრიკის ნახშირი პირველ ხუთ თვეში ევროპის რვა ქვეყანამ შემოიტანა.
აფრიკის უდიდესმა ქვანახშირის ტერმინალმა Richards Bay (RBCT) იანვარ-მაისში ევროპაში 3,2 მილიონი ტონა მიაწოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის ფონზე, ევროპის ქვეყნებმა გაზარდეს ნახშირის იმპორტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
აფრიკის უდიდესი ქვანახშირის ტერმინალიდან, რიჩარდს ბეიდან (RBCT), იანვარ-მაისში ევროპაში 3,2 მილიონი ტონა იქნა შეტანილი. 2022 წლის პირველ ხუთ თვეში ევროპის ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან 40%-ით მეტი ნახშირი შეიტანეს, ვიდრე მთელ გასულ წელს.
სამხრეთ აფრიკის ნახშირი პირველ ხუთ თვეში ევროპის რვა ქვეყანამ შეიტანა, მათ შორის უკრაინამ, რომელმაც ომის გამო საზღვაო იმპორტი შეწყვიტა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ნიდერლანდებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან დაიწყო ნახშირის შესყიდვა. მარტი-მაისში ქვეყანამ 1,27 მილიონი ტონა მიიღო, რითაც ნიდერლანდები გახდა მეოთხე უდიდესი ნახშირის იმპორტიორი სამხრეთ აფრიკიდან.
საფრანგეთმა 2022 წლის ხუთ თვეში იმპორტი თითქმის შვიდჯერ გაზარდა – 68005 ტონიდან 464432 ტონამდე.
იაპონიამ, რომელიც ასევე გეგმავს რუსული ნახშირის აკრძალვას, 388 249 ტონა სამხრეთ აფრიკიდან შემოიტანა.
ესპანეთმა, პოლონეთმა და გერმანიამ 2021 წელს საერთოდ არ იყიდეს სამხრეთ აფრიკის ნახშირი. 2022 წელს, ხუთი თვის განმავლობაში, ესპანეთმა 355,250 ტონა შეიტანა, პოლონეთი – 181,515 ტონა, გერმანია – 157,383 ტონა.
2022 წლის 15 აპრილს პოლონეთმა ემბარგო რუსული ნახშირის შესყიდვაზე დააწესა.
ევროპა ზრდის ნახშირის იმპორტს სამხრეთ აფრიკიდან რუსეთის ნახშირზე ემბარგოს მოახლოებასთან ერთად, რომელიც ძალაში აგვისტოში შედის.
თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის...
Read more
Discussion about this post