ევროპაში ენერგეტიკული ბაზრის მშენებლობას რუსეთმა თითქმის 50 წელი მოანდომა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ის 50 კვირაზე ნაკლებ დროში გაანადგურა – ახალი ბაზრის პოვნა თითქმის შეუძლებელი იქნება, ამის შესახებ Bloomberg First Word-ის ნავთობის ანალიტიკოსი ჯულიან ლი წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნავთობის ალტერნატიული ბაზრები უკვე იპოვა და ის ძირითადად ინდოეთში ყიდის ნავთობპროდუქტების. ასევე შესაძლოა, ევროპასთან შედარებით უფრო მეტი, ბუნებრივი აირის გაყიდვის შესაძლებლობაც გაუჩნდეს, მაგრამ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნას წლები და ბევრი ფულის ჩადება დასჭირდება. საერთოდ, ისიც არ არის ფაქტი, რომ რუსეთი ნავთობპროდუქტების ახალი ბაზარების შექმანს შეძლებს. ეს იმ ფონზე როდესაც მსოფლიო თანმიმდევრულად უარს ამბობს წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროპის სახით უდიდესი ბაზარი ჩამოეშალა. დღეში ევროპა თითქმის 2,5 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს მოიხმარდა. ამას ემატება წელიწადში 1 მილიონი ბარელი სხვადასხვა ნავთობპროდუქტები და 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
„პუტინის ჯარების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსეთიდან ევროპაში ნავთობის მიწოდება მცირდება. 5 დეკემბრისთვის, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირის აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტზე, მოცულობები მინიმუმადე დაეცა“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მას შემდეგ რაც 1968 წელს ავსტრიაში პირველი გაზსადენის შექმნა, რუსეთმა ასობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ახალი საბადოებისა და მილსადენის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა აცხადებს ექსპერტი.
2017 წლის შეფასებით, რუსეთის იამალის ნახევარკუნძულზე გაზის საბადოების განვითარებისთვის 100 მილიარდი დოლარი უკვე ჩადებულია. ამ საბადოებზე მოპოვებული გაზის უმეტესი ნაწილი ევროპასთან იყო განკუთვნილი. ბალტიის ზღვის ქვეშ გაყვანილი გაზსადენი რუსეთს და გერმანიასთან აკავშირებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინასთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რუსეთი ევროპასთან გარკვეულ ენერგეტიკულ ურთიერთობებს აღადგენს, მაგრამ ევროპა ისე როგორც ერთი წლის უკან აღარ იქნება დამოკიდებული რუსულ ენერგო მატარებლებზე.
ევროპის მთავრობები და მომხმარებლები როგორც იქნა სერიოზულად ეკიდებიან ენერგო დივერიფიკაციას. გაზისა და ელექტროენერგიის რეკორდულმა ფასებმა, ინვესტორები სერიოზულად დააფიქრა განახლებად ენერგიაში მეტი თანხების ჩადებით.
რუსულმა ნავთობკომპანიებმა მოახერხეს ნავთობის მიწოდების გადამისამართება. ძირითადად ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნებში ხარბად ითვისებენ რუსულ იაფი ნედლი ნავთობის.
მყიდველის შეცვლა დიდი ხარჯი დაუჯდა რუსეთს და მის ნავთობ ინდუსტრიას. ინდოეთის ბაზარზე შესაღწევად დიდი ფასდაკლებები გახდა საჭირო, რის გამოც ნავთობის ფასმა ბარელზე 35 დოლარს მიაღწია. ეს რუსულ კომპანიებს ბარელზე ფასის 40%-ით შემცირება მოუწიათ.
ბოლო 55 წლის განმავლობაში რუსეთი აქტიურად ყიდიდა დასავლეთში გაზს და დაკავებული იყო ახალი ევროპული ბაზრების ძიებით. ამის გამო ათასობით კილომეტრის სიგრძის უზარმაზარი მილსადენები შეიქმნა, რომელიც გაზის საბადოებს, ჯერ ციმბირში და ახლახან იამალის ნახევარკუნძულზე, აკავშირებდა მყიდველებთან ევროპაში.
Discussion about this post