სომხეთის ხელისუფლებამ რუს პროპაგანდისტ, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ინფორმაციას სიმონიანის და კონსტანტინე ზატულინი ტელეგრამის არხებში ავრცელებენ.
25 ოქტომბრის საღამოს, სიმონიანმა დაწერა, კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში სომხეთის მხურვალე მხარდამჭერი იყო, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც”-
კონსტანტინე ზატულინის გნცხადებით, საერთაშორისო კლუბის მოწვევით აპირებდა სომხეთში წასვლას. სომხეთის ხელისუფლების მიერ მიწერილ წერილში სომხური მხარე ატყობინებს., რომ მისი საჯარო გამონათქვამები სომხეთის სახელმწიფოს მიმართ ზიანს აყენებს ქვეყნების ორმხრივ მეგობრულ და მეკავშირეობის პოლიტიკას.
“ამას შეურაცხმყოფელ ნაბიჯად ვაფასებ. ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ის წერილი რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსისგან მივიღე. გვითხრეს, რომ ჩემი ვიზიტი არასასურველი იყო. და ჩემი განცხადებები საზიანო იყო სომხეთის რესპუბლიკისთვის“.
რადიო თავისუფლება სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ზატულინს შესვლაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მან არაერთხელ საჯაროდ “დაადანაშაულა სომხეთის ხელისუფლება 44-დღიანი ომის დროს დამარცხებაში” მთიან ყარაბაღში.
სიმონიანმა კონფლიქტის დასაწყისში, 2020 წლის ივლისში, ასევე გააკრიტიკა სომხეთის ხელმძღვანელობა.
დღის ვიდეო
2020 წლის შემოდგომაზე, 44 დღიანი დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რუსეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა 1990-იანი წლების დასაწყისში სომხური ჯარების მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი.
Discussion about this post