შვედეთმა ფინეთთან ერთად გადაწყვიტა, 2022 წლის გაზაფხულზე ნატოში წევრობის განაცხადი შეეტანა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. მანამდე ორივე ქვეყანა ათწლეულობით იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან.
ნატოს უმეტესმა წევრმა რატიფიკაცია გაუკეთა ალიანსში ორი ქვეყნის მიღებას, მაგრამ თურქეთმა, რომელიც შვედეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების შეფარებაში სდებდა ბრალს, ეს პროცესი გააჭიანურა. ამის შედეგად ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა ჯერ კიდევ შარშან აპრილში, შვედეთს კი ჯერაც არ დაუსრულებია ალიანსში შესვლის პროცესი.
შვედეთის განაცხადის რატიფიკაცია ჯერ არ გაუკეთებია უნგრეთს. ნატოში ახალი ქვეყნის მიღებისთვის აუცილებელია ყველა წევრის თანხმობა.
Discussion about this post