ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს. ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა ამ ეტაპზე პუტინმა ბირთვულ ესკალაცია ან ნატოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედები დაიწყოს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახული მნიშვნელოვანი მიზნების გამოცხადების და მიღწევის დროს, პუტინი ყოველთვის ყოყმანობს. ექსპერტების აზრით, მას უნდა თავიდან აიცილოს სარისკო სცენარები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის მართველობას ან საერთაშორისო ესკალაციას გამოიწვევს.
2022 წლის 24 თებერვლს უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის დროს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულმა მაშინდელმა გადაწყვეტილებებმა გამოაჩინა ის უზარმაზარ სხვაობა, რომელიც წარმოიშვა პუტინის მიერ დასახული მიზნებსა და ოკუპანტების შესაძლებლობებს შორის. ამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ პუტინს მცდარი ვარაუდები ჰქონდა იმის შესახებ, რომ რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგების გარეშე შეეძლოთ კიევის დამორჩილება. პუტინი ამ სცენარით განვითარებულ მოვლენებს მისაღებ რისკად განიხილავდა.
კიევისთვის ბრძოლაში რუსული საუკუპაციო ჯარების წარუმატებლობამ პუტინი აიძულა რთული გადაწყვეტილებები მიეღო, რადგან კრემლი ბლიცკრიგის ნაცვლად გაჭიანურებულ, ძვირადღირებულ ომში ჩაეფლო. ანალიტიკოსების აზრით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უკრაინის ფრონტზე არსებული სტატუსკოს შესაცვლელად, პუტინი კომპლექსურ ცვლილებებს არ მიმართავს.
ინსტიტუტის მკვლევარების მოყავთ მაგალითები, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ცდილობს რუსი დიკტატორი ფრთხილი ნაბიჯები გადადგას. განცდილი წარუმატებლობების ფონზე მკვეთრ და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს იკავებს.
ანალიტიკოსთა აზრით, 2022 წლის, ივნის-ივლისში სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის გამართული მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელმლის დროსაც რუსული საუკუპაციო არმის რესურსი სრულიად ამოიწურა, პუტინმა სრული მობილიზაციის გამოცხადება არ ისურვა.
2022 წლის მაისში, პუტინმა უგულებელყო პროპაგანდისტურ არხებზე რუსი ნაციონალისტების მოწოდებები სრული მობილიზაციის გამოცხადებაზე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ნაცვალდ, უკრაინისთვის ომის გამოცხადებაზე. რუსეთში საომარი მდგომარეობის დაწესებასა და ომში გაწვევის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ.
ფრონტის ხაზზე, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შექმნილი საშინელი ვითარების შემდეგ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს, დამატებითი საბრძოლო ძალების შექმნა გახდა საჭირო, მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია.
უკრაინაში არსებული სიტუაციის გარდატეხისთვის რუსეთის პრეზიდენტს 300000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება შეეძლო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა არაპოპულარული პერსპექტივა მოყოლოდა რაც უფრო მეტად დააზარალებინა პუტინის იმიჯის რუსულ საზოგადოებაში.
როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, არ ჩქარობს მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას. ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის პირველი ტალღის შედეგ, საზოგადოებაში არსებული უარყოფითი რეაქციის გამო, “ჩუმი მობილიზაციის” ტაქტიკას მიმართავენ.
ვლადიმერ პუტინის რეპუტაციის და მისი იმიჯის დაცვის მიზნით, უკრაინის ფორნტზე არსებული წარუმატებლობები რუს გენერლებს ბრალდებათ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ, ამისათვის სპეციალურად იქმნება ეგრედ წოდებული “განტევების ვაცი” რომელსაც შემდგომ ყველაფერი ბრალდება. ასეთი როლი შეასრულა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა. რუსმა პროპაგანდისტებმა ხერსონიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს დააბრალეს.
„პუტინის არ სურს თავის თავზე აიღოს იმ რისკების შედეგები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მის მიერ გაჩაღებულ ომთან. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე ან ნატოსთან ომზე წავიდეს. მას აშკარად აწყობს ეს სტატუს-კვო“, – დაასკვნეს ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა.
Discussion about this post