RelatedPosts
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის შიშებზე ისაუბრა.
წამყვანმა დასვა კითხვა: “ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ეშინია პროვოკაციების, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. გესმით ეს შიშები, ეთანხმებით თუ არა მათ?”
„არავინ იცის, ალბათ უკვე დაწყებულია და რა არის ამ ომის ალბათობა, თუ უკრაინა დაეცა, თუ ეს მოხდება? ძალიან ძნელი სათქმელია.
ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როდის დაიწყება და როგორ დასრულდება ომები და სხვა ტრაგედიები. ამჟამინდელ ვითარებაში მთელი კაცობრიობის ბედი დგას სასწორზე“, – უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Discussion about this post