ზაგრებში, ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ყირიმის ფორმატი შეიძლება გახდეს ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების საფუძველი, რომელიც სხვა ოდესღაც დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციას შეუწყობს ხელს – დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან დაწყებული ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე დამთავრებული“.
სამიტზა სიტყვით გამოსვლისას, ვლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ყირიმის რეინტეგრაცია გაუჭირდება, რადგან ეს რეგიონი, რუსეთის მიერი 2014 წელს იქნა ოკუპირებული და დღემდე რეპრესიების ქვეშ იმყოფება.
აფხაზეთი საქართველოს ის რეგიონია, რომელიც რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით 1990-იანი წლების დასაწყისიდან აცხადებს „დამოუკიდებლობას“. ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთზე, საქართველოს ეს როგიონი რუსული არმიის ჰიბრიდული ოკუპაციის ქვეშ იმყოფევა. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარა.
დნესტრისპირეთი მოლდოვის რეგიონია, რომელიც 1991 წლიდან რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით აცხადებს „დამოუკიდებლობას“. დნესტრიპირეთიც რუსეთზე ეკონომიკურად არის დამოკიდებული. ეს რეგიონი რუსეთის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებულია – რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი განლაგებულია მის ტერიტორიაზე. რუსეთს ჯერ არ უაღიარაებია მოლდივიდ ამ რეგიონის დამოუკიდებლობა.
ჩრდილოეთი ტერიტორიები კურილის ჯაჭვის ოთხი სამხრეთი კუნძულია (იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი), რომელზეც იაპონია აცხადებსპრეტენზიას. კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცალმხრივად ანექსირებული იქნა სსრკ-ს მიერ მეორე. უკრაინა მათ იაპონიის ნაწილად, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად თვლის.
ყირიმის პლატფორმა შეიქმნა იმისათვის, რომ კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოქმედებებს ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მიზნით. პლატფორმის მეორე სამიტი მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით 23 აგვისტოს გაიმართა.
Discussion about this post