აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის, თურქეთში ფიციალური ვიზიტის დროს, თურქეთის ხელისუფლების პირებთან გამართულ მოლაპარაკებებზე გამოჩნდა, რომ
ამერიკული F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვა დამოკიდებული იქნება ანკარას მიერ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რადიფიკაციაზე, წერს თურქული მედია.
ენტონი ბლინკენი თურქეთს გუშინ ეწვია. ბლინკენი თურქეთის მთავრობას დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების აღმოსაფხვრელად ას მილიონიან დახმარებას შეპირდა. მედიის ცნობით, შეხვედრების დროს, პარალელურად განიხილებოდა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების თანხმობაზე თურქეთის დაყოლიება. როგორც ცნობილია შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებაზე თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ნატოს გაფართოება გამოიწვია. ნატოში გაწევრიანების მსურველი შვედეთის და ფინეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თურქეთის თანხმობა გახდა საჭირო. თურქეთი თავის მხრივ სკანდინავიურ ქვეყნებს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. თურქული მედიის ცნობით, ანკარა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონგრესზე ზეწოლას სთხოვს რათა მათ უფლება მისცეს თურქეთს ორმოცი ამერიკული ავია გამანადგურებლები F-16 გადასცენ.
თავის მხრივ, ამერიკული მედიაც, იუწყებოდა, რომ ნატოს გაფართოებისთვის ჯო ბაიიდენის დამინისტრაცია დიდი ძალისხმევას ხარჯავს და თურქეთის გულის მოგებისთვის კონგრესის თანხმობის მოპოვებას ცდილობს. მედიის ცნობით, ორივე მხარის განცხადებებიდან ირკვევა, რომ პროცესი ამ კუთხით მიმდინარეობს. გასულ კვირას, ბაიდენის-ის ადმინისტრაციამ არაფორმალურად აცნობა აშშ-ს კონგრესს, რომ ემზადება თურქეთს მიყიდოს 40 F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი და თურქეთის შეიარაღებაში მყოფი 80 ამდე F-16 მოდერნიზაციისთვის საჭირო აღჭურვილობა.
Discussion about this post