თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.
რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება – საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის.
ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა:
- მარიამ ბაღათურია
- ლიზი ნოზაძე
- ალექსანდრე ხალვაში
კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე – თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე – სილქროუდ ჯგუფის არტ დირექტორი და ბეკი ფანცხავა – მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული ლექტორი.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.
Discussion about this post