თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.
2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
- HACCP-ის ისტორია
- წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
- კარგი წარმოების პრაქტიკა
- კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
- საკვებით მოწამვლა
- საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
- ალერგენები
- ჯვარედინი დაბინძურება
- 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
- რისკების კონტროლი სამზარეულოში
- HACCP-ის 12 საფეხური
- HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:
Discussion about this post