ინდოეთის მიერ ექსპორტის აკრძალვის დაწესების ფონზე ხორბლის ფასებმა 16 მაისს ერთ დღეში მაქსიმალური ზრდა აჩვენა. ამის შესახებ Interfax-Ukraine იტყობინება.
ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსები 5,9%-ით გაიზარდა და ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია და 16 მაისის მონაცემებით ერთ ბუშელზე 12,47 აშშ დოლარი გახდა.
წლის დასაწყისიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ხორბალზე ფასები 60%-ზე მეტით გაიზარდა. უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს.
13 მაისს ინდოეთის მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომელიც ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტს კრძალავს, მიზეზი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, იტყობინება გაზეთი Times of India დოკუმენტის ტექსტზე დაყრდნობით.
”ეს მხოლოდ საკვების დეფიციტის რისკს ზრდის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის და მათთვის, ვინც ყოველთვის დამოკიდებული იყო ამ რეგიონის საკვებ პროდუქტებზე”, – თქვა რობერტ რენიმ, ავსტრალიური ბანკის Westpac-ის ბაზრის სტრატეგიის დირექტორმა.
ექსპერტის აზრით, აკრძალვა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განვითარებად ბაზრებს დააზარალებს.
იმავდროულად, USDA-მ გასულ კვირას იწინასწარმეტყველა, რომ ხორბლის გლობალური წარმოება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად დაეცემა.
საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოიწურა და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. მისივე მტკიცებით, დღეს საქართველოში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი არც შეუკვეთავთ, რადგან ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს. შესაბამისად, თვეებია ფქვილი ხორბალს ანაცვლებს
ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის...
Read more
Discussion about this post