უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საცხოვრებელი სახლებიდან ასახლებენ, ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ შშმ პირებს და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს.
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ ისრაელმა უკრაინიდან 15 ათასი ლტოლვილი მიიღო. სახელმწიფომ 100 დევნილის საზოგადოებრივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იკისრა. The Jerusalem Post-ის ცნობით, დღეს უკრაინელებს საცხოვრებელი სახლებიდან ასახლებენ.
ისრაელის მედიის ცნობით, გასულ კვირას სახელმწიფომ დევნილებს რეკომენდაცია მისცა საკუთარი სახსრებით მოეძიათ საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის გარეშე რჩებიან შშმ პირები და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.
პრესის განმარტებით,უკრაინიდან დევნილი პირები, ისრაელის საემიგრაციო სამსახურის მიერ არ არიან აღიარებული ლტოლვილებად და არ შეუძლიათ ლეგალურად იპოვონ სამუშაო ან გახსნან საბანკო ანგარიშები. ისრაელის სოციალური პოლიტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დევნილების გამოსახლების მიზეზი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვა გახდა.
“ხელშეკრულება ამოიწურა ერთ-ერთ ოპერატორთან რომელიც უკრაინიდან ლტოლვილებს საცხოვრებელის სახლით უზრუნველყოფს. იმ პირებს რომლებიც სამედიცინო ან ფიზიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი სახსრებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას ალტერნატივა შესთავაზეს. უკრაინაში ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების გამო, დევნილების დაფინანსება ჯერ სამი თვით განისაზღვრა შემდეგ ისევ და ისევ გაგრძელდა“, – აცხადებენ ისრაელის სოციალური პოლიტიკის სამინისტროში.
როგორც უკრაინული პრესა აღნიშნავს, ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა უკრაინის სამხედრო დახმარებისგან და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლებოდა.
ამასთან, მიუხედავად 1951 წლის გაეროს ლტოლვილთა კონვენციის დებულებებისა, ისრაელი უკრაინელებს მაინც არ ანიჭებს ლტოლვილის სტატუსს. ეს მოტივირებულია იმით, რომ ისრაელში არა უკრაინიდან, არამედ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიიდან შემოსული პირები არ განეკუთვნებიან ლტოლვილთა კატეგორიას.
უკრაინელ დევნილებს, რომლებსაც ისრაელის მოქალაქეობაზე პრეტენზია არ გააჩნიათ, საკვების პროდუქტებით ან საყოფაცხოვრებო საქონელით დახმარებას სთავაზობს ისრაელის შესაბამისი სამსახურები.
ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას იარაღს არ მიაწოდებდა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი თავის უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს ესაუბრა, ცნობილი გახდა ისრაელის განზრახვების შესახებ, დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ არა საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
ამ ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ისრაელს გადაეწყვიტა, გეგმავს თუ არა ქვეყანა თვალის დახუჭვას რუსულ ტერორზე.
უკვე ნოემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი განიხილავს უკრაინის მაღალტექნოლოგიური რაკეტებით მიწოდების შესაძლებლობას. ეს შესაძლებელია, თუ თეირანი მოსკოვს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწოდებს.
Discussion about this post