ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციას ახალი დაავადების შესახებ პირველად 7 მაისს აცნობეს – შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი ჩავიდა. მას შემდეგ დაავადების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.
რა არის მაიმუნის ყვავილი
ამ ტიპის ჩუტყვავილა, ორთოპოქსვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს არის იშვიათი ზოონოზური ვირუსული დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველებიდან გადადის, სავარაუდოდ, მღრღნელებიდან და პრიმატებიდან. ის ძირითადად გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ რაიონებში, ანუ ტროპიკულ ტყეებთან ახლოს. მაიმუნის ჩუტყვავილას ვაქცინა ან მისგან განკურნება არ არსებობს, მაგრამ ექიმების თქმით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რეგულარული ვაქცინაცია ამცირებს მაიმუნის ყვავილის რისკს.
მაიმუნის ყვავილის სამი ძირითადი სიმპტომია:
ცხელება; დამახასიათებელი გამონაყარი სხეულზე; ბუშტუკები.
უმეტეს შემთხვევაში, დაავადება მსუბუქია და რამდენიმე კვირაში თავისთავად ქრება. ზოგჯერ აღინიშნება დაავადების მძიმე მიმდინარეობა, სადაც სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი 1-დან 15%-მდე მერყეობს, ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ ამ დაავადების გადატანა.
ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით და კონტაქტით გადადის, მაგრამ არ არის ისეთი გადამდები, როგორც Covid-19. დაინფიცირება ხდება ავადმყოფთან მჭიდრო კონტაქტს შემთავავაში.
იმისათვის, რომ თავი დაიცვათ და დაავადების რისკი შეამციროთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
მოერიდეთ კონტაქტს ავადმყოფ პრიმატებთან;
თავი შეიკავოთ გარეული ცხოველების ხორცის ჭამისგან;
რეგულარულად გაიწმინდეთ ხელები;
პირადი ჰიგიენის დაცვა;
დაიცავით თავი სქესობრივი კავშირის დროს;
მოერიდეთ ახლო კონტაქტს უცხო ადამიანებთან ან მოგზაურებთან.
The Guardian-ის ცნობით, ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა – მამაკაცი გაერთიანებული სამეფოდან ნიგერიაში გაემგზავრა და შემდეგ უკან დაბრუნდა. ერთი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა – ისინი ცხოვრობდნენ იმავე სახლში ლონდონში.
ერთი კვირის შემდეგ, 16 მაისს, ექიმებმა აღმოაჩინეს კიდევ ოთხი პაციენტი – სამი ლონდონში და ერთი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ოთხივე მამაკაცი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელია.
portugal.com-ის ცნობით, პორტუგალიაში ჩუტყვავილას გავრცელების იდენტური შემთხვევებია – ამის შესახებ CNN-ის პორტუგალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორმა (DGS) იტყობინება. ქვეყნის ხელისუფლება ამ მდგომარეობას უკვე უწოდებს ეპიდემიას – ოფიციალურად მხოლოდ ხუთი პაციენტია, თუმცა მაისში ვირუსის სიმპტომების მქონე 20 ადამიანმა გააჩინა ეჭვი. ინფიცირებულები აღმოაჩინეს ლისაბონსა და ვალე დო ტეხოში, ყველა ინფიცირებული მამაკაცია.
Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ და პორტუგალიამ გაასაჯაროეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ესპანელმა ექიმებმა იგივე ინფექციით 23 ადამიანი აღმოაჩინეს. ყველა პაციენტი მადრიდშია და ექიმები ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ვირუსი კოცნით გადავიდა.
BBC იუწყება, რომ უახლესი ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. ეჭვის ქვეშ არის აშშ და კანადაც. არსებობს ინფიცირების შემთხვევა გერმანიაშიც.
პირველი სიკვდილი და ჩუტყვავილას ვაქცინაცია
2022 წლის 29 მაისს, ნიგერიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ შტატში დაფიქსირდა ინფექციის 21 შემთხვევა და 1 სიკვდილი – გარდაიცვალა 40 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები და იღებდა იმუნოსუპრესიულ საშუალებებს.
Discussion about this post