საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკმაყოფილონი არიან შეერთებულ შტატებში იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკით, რომლის განხორციელებაც ახლახანს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო. Politico-ს ცნობით, ბერლინმა და პარიზმა მსგავსი ქმედებები კონკურენციის დარღვევად მიიჩნიეს და საპასუხო ნაბიჯებს.
გამოცემის თანახმად, რომ მაკრონმა და შოლცმა ამ თემაზე 26 ოქტომბერს პარიზში გამართულ პირად შეხვედრაზე ისაუბრეს. მოლაპარაკებები სამ საათნახევარს გაგრძელდა.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის ხელისუფლების გეგმები მიზნად ისახავს უცხოური კომპანიების დარწმუნებას, რომ წარმოება შეერთებულ შტატებში გადაიტანონ.
ზაფხულის ბოლოს შეერთებულ შტატებში მიღებული აქტი რომელც ქვეყანაში არსებული ინფლაციის დასაძლევად გადასახადების შემცირებას და ენერგეტიკულ სტიმულს ითვალისწინებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ შეერთებულ შტატებში წარმოების დასაწყებად. აღნიშნული აქტი ასევე შეიცავს სტიმულს ამერიკული ელექტრო მანქანების შესაძენად. Politico-ს მტკიცებით განსაკუთრებით ეს ფაქტი აღიზიანებს საფრანგეთსა და გერმანიას. ევროპის ორ უმსხვილეს ავტომობილების მწარმოებელ სახელმწიფოს.
მაკრონისა და შოლცის მესიჯი ასეთია: თუ ასეთი პრეფერენციები შეერთებულ შტატებში გაგრძელდება, ევროკავშირი იძულებული იქნება უპასუხოს.
გასულ წელს აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ დაასრულონ სავაჭრო ომი, რომელიც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოიწყო Boeing-ისა და Airbus-ის სუბსიდიების შესახებ ხანგრძლივი დავის გამო.
ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-მა დააწესა 25%-იანი ტარიფი ფოლადის იმპორტზე და 10%-იანი ტარიფი ევროკავშირიდან ალუმინის იმპორტზე.
Discussion about this post