მთავრობების დონეზე უნდა იყოს გამოძიებული უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია განაცხადა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
ელჩმა უკრაინული სპეცსამასახურების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი რომლის მიხედვითაც, რუსები სანქციების გვერდის ავლით კონტრაბანდის არხებს ქმნიან , რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს, მთავრობებს შორის, ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე.
როგორც რადიო თავისუფლება იტყობიენბა, ელჩის თქმით, ეს არ არის მედიის წინაშე განსახილველი საკითხი, ის მთავრობებს შორის კომუნიკაციით უნდა იქნეს გამოძიებული და ერთადერთი ვინც ამგვარი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს რუსეთია.
კელი დეგნანის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციების ერთობლივი ძალისხმევით დაცვა ძალზედ მნიშვლოვნია და ამ ერთიანობაშია სანქციების ძალა. შეერთებული შტატები ახლოდან აკვირდება, რომ საქნციების პირობები იყოს დაცული რათა შეინარჩუნოს რუსეთზე ზეწოლის ეფექტი.
Discussion about this post