მოსკოვის ქუჩები გაძლიერებულია პატრულით, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი საპროტესტო აქციები რომლებიც გამოწვეული იქნება სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, სამხედრო კომისარიატების თანამშრომელთა ჯგუფები რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, მოსკოვში აქტიურად სტუმრობენ სხვადასხვა საწარმოებს, რათა მუშა-პერსონალს შორის ჩაატრაონ სააგიტაციო ღონისძიებები. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, მოვლენებს თან ახლავს ადამიანების დაშინება და მათზე მორალური ზეწოლა.
სამხედრო კომისრები ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არიან 40-55 წლის მამაკაცებით, რომლებიც უკვე მსახურობდნენ ჯარში და აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები, აცხადებენ უკრაინულ დაზვერვაში.
პარალელურად მოსკოვში იზრდება აგიტაცია უცხოელ მოქალაქეებს შორის, რომლების რუსეთის ფედერაციას მოქალაქეობის მიღებაზე მიმართავენ. სამხედრო ასაკის მამაკაცებს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ.
კომერციული საწარმოების მფლობელები და კერძო მეწარმეები იძულებულნი არიან გააკეთონ “ნებაყოფლობითი” შემოწირულობები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში (ზოგჯერ ასეთი გადასახადი რამდენიმე მილიონ რუბლს აღწევს).
2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეზერვში მყოფი სამხედრო პერსონალის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზება მოახდინეს. რუსული მედიის ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაცია 600 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა.
2023 წლის 4 იანვარს NSDC-ის მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თებერვალში ომის ესკალაციისთვის ემზადებოდა. მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში რუსეთში მობილიზაციის მორიგი ტალღა გამოცხადდება.
5 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ღებულობდა ზომებს, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო ასაკის მამაკაცების მასობრივი გამგზავრება საზღვარგარეთ მობილიზაციის მომდევნო ტალღამდე, რომელიც მოსალოდნელია იანვარში. საუბარი იყო სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სრული აკრძალვის შესაძლებლობაზე.
Discussion about this post