გაეროში მიიჩნევენ, რომ უკრაინის საზღვაო პორტების გახსნა აუცილებელია, რადგან მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის ბედი უკრაინულ სურსათზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბისლიმ Twitter-ზე განაცხადა.
“სურსათი უნდა შეიტანონ და გაიტანონ უკრაინიდან. პორტები ხელახლა უნდა გაიხსნას. მსოფლიოში მილიარდებით სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და დრო გვეწურება – ეს არის ის, რასაც მსოფლიო ითხოვს”, – თქვა ბიზლიმ.
როგორც UNIAN-ი იტყობინებოდა, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული დასაწყობებულია უკრაინულ პორტებში. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის გამო დაკეტილია საზღვაო გზები.
უკრაინის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირი გამოდის ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, თურქეთის მონაწილეობით მოეწყოს დერეფანი უკრაინულ პორტებში ჩაკეტილი მარცვლეულის ექსპორტისთვის.
ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის...
Read more
Discussion about this post