გლობალური ეკონომიკა სულ უფრო მეტად ექვემდებარება სტაგფლაციის საფრთხეს, რაც გამოწვევაა გლობალური ფინანსური ლიდერებისთვის, რომლებიც ჯერ უმკლავდებიან უკრაინის ომის შედეგებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი შენელებით და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ინფლაციის შემცირების დაპირებით გამოწვეული საფრთხეები ძლიერდება. G7-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ სტაგფლაცია აღარ შეიძლება შეჩერდეს.
“უკრაინის ომს დამატებითი შედეგები აქვს ეკონომიკისთვის. ეს პანდემიის შემდეგ გაჩენილი ახალი დადებითი იმპულსის განელებას გამოიწვევს. ეს უფრო მაღალ ინფლაციას ნიშნავს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სტაგფლაციის სცენარების თავიდან ასაცილებლად”, – თქვა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა.
კრისტიან ლინდნერმა თავის კომენტარი ამერიკელი კოლეგის, ჯანეტ იელენის კომენტარს მოაყოლა, რომიც აცხადებს, რომ „სასურსათო და ენერგიის მაღალი ფასები სტაგფლაციური ეფექტებს იწვევს, კერძოდ, ამცირებს წარმოებას და ხარჯებს და ზრდის ინფლაციას მთელ მსოფლიოში“.
მზარდი ინფლაცია ზრდის შენელებას და ეს იწვევს მზარდ უმუშევრობას. სამმაგი მავნე კომბინაცია ყველაზე უარესი სცენარია ცენტრალური ბანკებისთვის მათ მთავრობასთან ერთად მოუწევთ აირჩიონ რომელ დაავადებას ებრძოლონ. ფასები ხეიუსუფლების მთავარი საზრუნავია, მაშინაც კი, თუ ეს გამოიწვევს უმუშევრობას გაზრდას.
Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ განაკვეთების გაზრდას განაგრძობს მანამ, სანამ არ იქნება „მკაფიო და დამაჯერებელი“ მტკიცებულება, რომ ინფლაცია შემცირდება.
იმავდროულად, დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდამ 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ინგლისის ბანკის გუბერნატორის ენდრიუ ბეილის პროგნოზით, რომ სურსათზე ფასების ზრდას შეიძლება “აპოკალიფსური” შედეგები ჰქონდეს მსოფლიოსთვის.
S&P 500 18 მაისს 4%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა 2020 წლის შემდეგ. მისი 17%-იანი წლიური ვარდნა 1940-იანი წლების შემდეგ ყველაზე ცუდი წლის დასაწყისია.
ყველაზე დიდი შოკი ჩინეთიდან მოდის, სადაც ანალიტიკოსები აგრძელებენ ზრდის პროგნოზების შემცირებას. Standard Chartered-მა, Goldman Sachs Group-მა და Citigroup-მა ამ კვირაში შეამცირეს ზრდის პროგნოზები, ისევე როგორც Bloomberg Economics-მა. 3.6% ის ნაცვლად ეკონომიკა 2.0% ით გაიზრდება.
Discussion about this post