მეორე მცდელობა. როგორი იქნება რუსეთის ახალი შეტევა და რა შეიძლება გამოიწვიოს მან მომავალში ? რუსული ჯარები უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადებიან რომელიც შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყოს, წერს უკრაინული გამოცემა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედების განსაახლებლად 500 000-მდე ოკუპანტის მობილიზაცია მიმდინარეობს, ზელინსკის მთავრობა ირწმუნება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფრისთვის მზად არიან.
დიდიხანია საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი შეეცდება როგორმე დაივიწყოს 2022 წლის შემოდგომის კამპანიის წარუმატებლობები და ახალი ძალებითა და გააზრებული ტაქტიკით შეუტიოს უკრაინას. Bloomberg-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას ახალ გეგმას ამზადებს. რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ რუსეთის საზოგადოება მზად არის აიტანოს ნებისმიერი დანაკარგი რომელიც იქნება რუსეთის მხრიდან.
როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, შეტევა შეიძლება დაიწყოს მანამ, სანამ უკრაინა დასავლეთისგან შეპირებულ ტანკებს მიღებს. რუსეთის საუკუპაციო ჯარები უკრაინაში საკუთარი პოზიციის გასაუმჯობესებლად ამ „შესაძლებლობის ფანჯარი“-ს გამოიყენებას აპირებს.
გასულ კვირას ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალდემარას რუფშასმა განაცხადა, რომ თუ რუსები უახლოეს კვირებში შეტევაზე არ გადავიდნენ, მაშინ გაზაფხულის ბოლოს უკვე გვიანი იქნება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ახალი შეტევისთვის ემზადებიან, შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, რომ 200 000-ზე მეტ ადამიანი ჰყავთ მობილიზირებული და აქტიურად აგროვებენ იარაღს “, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
The New York Times-ის ცნობით, რამდენიმე ხნის უკან საუკუპაციო არმიაში მომხდარი ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის არმიაში წესრიგის აღდგენას უკავშირდება. უკრაინაში საოკუპაციო ძალების მეთაურის ცვლილება ასევე მოწმობს დიდი შეტევისთვის მზადებას, იუწყებიან უცხოური გამოცემები. იანვარში, სერგეი სუროვიკინის ნაცვლად, უკრაინაში საუკუპაციო ჯარების მეთაურად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა.
გასულ კვირას Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სავარაუდოთ, მომდევნო 10 დღის განმავლობაში რუსული სამხედრო ფორმირებები მასობრივად შეუტევენ უკრაინულ ძალებს. ბრძოლის ეპიცენტრი ლუგანსკის რეგიონის დასავლეთი ნაწილი ოკუპირებული ქალაქ კრემენნაიასა და უკრაინის მიერ კონტროლირებადი ლიმანის (დონეცკის რეგიონი) მიდამოში იქნება. რუსეთი ამ მიმართულებით ძალებს რამდენიმე კვირაა აგროვებს.
უკრაინის ჯარებზე ზეწოლა გაიზარდა სოლედარის, ბახმუტის, კლეშჩეევკას, კურდიუმოვკას, ავდიივკას, მარინკას, ვუჰლედარის, ბელოგოროვკას, კრემენნაიას, სვატოვოსა და კუპიანსკის რაიონებში. ეს დაკავშირებულია რუსული ჯარების მეორე მასობრივ შეტევასთან რომელიც უკვე დაიწყო.
Discussion about this post