მომავალ კვირას ნატო გამართავს მორიგ წვრთნებს რომელიც ტარდება ყოველწლიურად და ითვალისწინებს რუსული ბირთვული შეტევის შეკავებას. წვრთვნები ჩატარდება რუსეთის პრეზიდენტის მუქარის ფონზე, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის რუტინული წვრთნები, რომლებიც ტარდება ყოველწლიურად იმისათვის, რომ ბირთვული თავდასხმის შეკავება იყოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური“, – თქვა სტოლტენბერგმა.
“პრეზიდენტ პუტინის ფარული ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგოს და არ უნდა იბრძოლო”, – თქვა მან.
ყოველწლიურ წვრთნებში “Steadfast Noon” ნატოს წევრი 14 ქვეყანა ჩაერთვება. წვრთნების პერიოდში გამოყენებული იქნებიან თვითმფრინავები, რომელთაც შეუძლიათ ბირთვული ქობინი ატარონ.
წვრთნების დეკლარირებული მიზანია უზრუნველყოს ალიანსის შესაბამისი პერსონალისა და აღჭურვილობის მზადყოფნა ყველაზე უარესი სცენარისთვის, ხოლო არსებულ პირობებში – ალიანსის წევრების „უსაფრთხოების განცდით“ უზრუნველყოფა.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას რუსეთის ბირთვულ ძალებში, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
წვრთნები ემთხვევა პუტინის ბოლოდროინდელ ესკალაციას ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით.
მანამდე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა შესაძლოა განიხილოს მე-5 მუხლის გამოყენება წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმის ან კიბერშეტევის შემთხვევაში, მაგრამ როგორი იქნება რეაქცია, დადგინდება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
Discussion about this post