რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის განმეორებით საჯაროდ დისკრედიტაციის მიყენების ბრალდებით, უშიშროების სამსახურმა (FSB) მეექვსე კალასელი ბავშვის მამა დაკავა, მისი შვილი კი ბავშვთა სახლში გაუშვეს. რუსეთის ქალაქ ეფრემოვში მცხოვრებმა მეექვსე კლასელმა ბავშმა სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა. სწორედ ეს ფაქტი გახდა მოსკალევების ოჯახის მიმართ სამართალდამცველების დაინტერესების მიზეზი. ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ტულას რეგიონალური სახალხო საბჭოს ” წარმოადგენელი ელენა აგაფონოვა რუსულ გამოცემა OVD INFO-სთან საუბარში აცხადებს.
2022 წლის აპრილში ტულას რეგიონში ქალაქ ეფრიმოვის მეექვსე კლასელმა მაშა მოსკალევამ გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, სადაც რუსული და უკრაინული დროშებია გამოსახული. “არა ომს”- “დიდება უკრაინას” დაწერა ბავშმა ნახატზე. სკოლის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. მეორე დღეს გოგონა გაკვეთილებიდან გაანთავისუფლეს და მამამისთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ, FSB ოფიცრები სკოლაში მაშასთან გასაუბრისთვის მივიდნენ.
როგორც რუსული გამოცემა იტყობინება, გოგონას მამას ალექსი მოსკალევს 2022 წლის აპრილში ადმინისტრაციული ჯარიმა უკვე ქონდა დააკისრეებული. მიზეზი სოციალურ ქსელ “ოდნოკლასნიკებში” ომის წინააღმდგ გაკეთებული კომენტარი აღმოჩნდა. რუსული კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული კოდექსის 20.3.3 -ე მუხლის პირველი ნაწილი რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდე საჯაროდ გაკეთებული დისკრედიტაციული განცხადებისთვის სამართლებლივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
დეკემბრის ბოლოს ალექსი მოსკალევს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. FSB– ში დაკითხვისა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, მოსკალევმა და მისმა ქალიშვილმა ქალაქი ეფრემოვი დატოვეს. ალექსი მოსკალევს ადვოკატის ვლადიმირ ბილიენკოს განცხადებით, მამაკაცზე ძებნა გამოცხადა.
”როგორც ჩანს, ახალ ქალაქში, ალექსიმ სამსახური იშოვა. სამსახურში მიმავალი მოსკალევი პოლიციამ გზაში აიყვანა. დაპატიმრების შემდეგ ალექსი სახლში მიიყვანეს, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნთა საქმეთა კომისიის წარმომადგენლები გამოიძახეს და მაშას მამა საგამომძიებლო განყოფილებაში გადაიყვანეს. კომისიის წარმომადგენლებმა მაშა ბავშვთა თავშესაფარში გაგზავნეს. ალექსიმ თავის ქალიშვილს მარტო აღზარდა, გოგონა სამი წლის იყო დედამ რომ მიატოვა. ” – განაცხადა რუსულ გამოცემასთან საუბრისას ელენა აგაფონოვამ.
2022 წლის 24 თებერვლიდან – უკრაინაში რისი ოკუპანტების შეჭრის პირველი დღე – რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ომის საწინააღმდეგო აქციებზე მონაწილეობისთვის ან საჯაროდ რუსული არმიის დისკრედიტაციის მიზნით, ამჟამად 450-ზე მეტი ადამინაის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
2022 წლის მარტს, სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც 280.3 მუხლი (საზოგადოებრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი ხუთი წლით განისაზღვრება.
Discussion about this post