სანამ თავდასხმების საფრთხე იარსებებს მაკდონალდსი უკრაინაში რესტორნებს არ გახსნის, ამის შესახებ Zaxid.net- კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. მაკდონალდსმა უკრაინაში 110-ვე რესტორანი 24 თებერვალს დახურა, როდესაც რუსეთის სამხედრო მოქმედებები დაიწყო უკრაინაში.
ამჟამად კომპანია ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა, უკრაინაში 10 000 თანამშრომლის ხელფასების გადახდას აგრძელებს და ქვეყნის ბიუჯეტში იხდის გადასახადებს ნათქვამია მოხსენებაში.
როგორც მაკდონალდში აცხადებენ, მათ ძალისხმევა გადაიტანეს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ქსელის რესტორნებში შენახული ყველა პროდუქტი გადაეცა ჰუმანიტარულ შტაბს.
„რესტორნიდან, სადაც ამის გაკეთება უსაფრთხო იყო, 50 მილიონ გრივნაზე მეტი ღირებულების 58 ტონა პროდუქცია უკვე გადაეცა ადგილობრივ საკრებულოებს სამოქალაქო მოსახლეობისა და დამცველების საჭიროებისთვის. გარდა ამისა, კომპანია აგრძელებს ჰუმანიტარული შტაბებისთვის მიწოდების ორგანიზებას“, – ნათქვამია მაკდონალდსის განცხადებაში.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „რონალდ მაკდონალდ ჰაუს ფონდმა“ აღჭურვა პედიატრიული კარდიოლოგიის ცენტრი, რომელიც კიევიდან ლვოვში გადავიდა და მობილური ამბულატორილ მომსახურებას სთავაზობს საზღვარზე მყოფ ადამიანებს.
ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რონალდ მაკდონალდ ჰაუსის ფონდმა უკვე გასწია 4,5 მილიონ გრივნაზე მეტი დახმარება.
ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია...
Read more
Discussion about this post