შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადეს, რომ თავდაცვისთვის $1-ტრილიონიანი ბიუჯეტის დამტკიცებას გეგ;ქვ, წერს პუბლიკა
განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას გააკეთა.
ჰეგსეტმა პლატფორმა X-ზე დამატებით აღნიშნა, რომ „ტრამპი აშშ-ს ჯარს თავიდან აშენებს — და სწრაფად“.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, 1 ტრილიონი დოლარი მხოლოდ პენტაგონისთვის იქნება განკუთვნილი თუ მთლიანი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტისთვის, რომელიც სხვა სააგენტოებსაც მოიცავს.
„მსგავსი რამ არავის უნახავს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ჯარი და ჩვენ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ხარჯები, მაგრამ არმია არის ის, რაც ჩვენ უნდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები,“ — თქვა დონალდ ტრამპმა.
Discussion about this post