2022 წლის ივნისში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ევროკავშირმა პირველად შეერთებული შტატებიდან მეტი ბუნებრივი გაზი მიიღო ზღვით, ვიდრე მილსადენით რუსეთიდან. ეს მონაცემები სააგენტოს დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა გაავრცელა.
”რუსეთის ევროკავშირში ბუნებრივი აირის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ისტორიაში პირველად ევროკავშირმა მეტი გაზი მიიღო აშშ-დან LNG ტერმინალებით, ვიდრე მილსადენით რუსეთის ფედერაციიდან”, – თქვა ფატიჰ ბიროლმა.
ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ეს ტენდენცია მიუთითებს ევროკავშირის მოხმარების შემცირებისა და რთული ზამთრისთვის მომზადების აუცილებლობაზე.
ევროკომისიამ უკვე განაცხადა, რომ რუსული გაზის მიწოდებაში „სერიოზულ შეფერხებებს“ ელოდებიან და მსგავსი სცენარისთვის ინტენსიურად ემზადებიან.
პირველად ევროკავშირმა აშშ-დან ზღვით მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენები
Discussion about this post