xპოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბაქოში მიმდინარეკლიმატის სამიტზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გამო საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა, წერს NETGAZETI.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია polsatnews დუდას გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს იყო პრეზიდენტის შეგნებული გადაწყვეტილება. ოჯახური ფოტო, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საოჯახო ფოტოს გადაღება“, – წერს გამოცემა.
სხვა ლიდერებთან ერთად, სამიტის საერთო ფოტო გადაიღო საქართველოს პრემიერ-მიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ახლოს დგას.
ბაქო, აზერბაიჯანი, 12 ნოემბერი. ბაქო მასპინძლობს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას. ფოტო: EPA
აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოს კომპანიას აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწა გადაეცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ლუკაშენკოს კომპანიისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მიწის შესაძლო გადაცემაზე. უცნობია, ჰქონდა თუ არა ბაქოში ყოფნისას ირაკლი კობახიძეს რაიმე კომუნიკაცია ალექსანდრე ლუკაშენკოსთან აღნიშნულ საკითხზე.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომისა და ორი დე ფაქტო რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაჩენის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდა მათ „პრეზიდენტებს“ სოჭში. თუმცა შემდგომში ბელორუსს არასოდეს უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ არაერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის შეუფერებელი იყო.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მზადაა, „ბელარუსისა და რუსეთის სამეკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს“. 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად მოულოდნელად ჩავიდა.
საგარეო არ პასუხობს ლუკაშენკოს კომპანიის მიერ აფხაზეთში მიწის შესაძლო ფლობის შესახებ
ლუკაშენკოს კომპანიას აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწა გადაეცა – “ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი”
ნათია ცქიფურიშვილი
Discussion about this post