პუტინის გარემოცვაში აგენტების პოვნა თანდათან უფრო ადვილი ხდება, აცხადებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. მისი თქმით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც თანამშრომლობენ უკრაინის დაზვერვასთან. რაც უფრო რთულდება სიტუაცია რუსეთში, მით უფრო ადვილია მათი პოვნა. აცხადებს უკრაინულ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი.
კითხვაზე, პუტინის გარემოცვაში არის თუ არა ბევრი აგენტი რომელიც უკრაინულ დაზვერვასთან თანამშრომლობს კირილ ბუდანოვმა უპასუხა: ”აგენტების რაოდენობის დასახელებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისინი არსებობენ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთიში ვითარება რეალურად დღითი დღე უარესდება, ასეთ შემთხვავაში ადამიანების პოვნა, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, ყოველდღიურად უფრო ადვილი ხდება.”
ბუდანოვის თქმით, რუსი ჩინოვნიკებისთვის უკრაინულ დაზვერვასთან თანამშრომლობის მთავარი მოტივაცია „მომავალში ნორმალური არსებობის შესაძლებლობა“ არის. „ვფიქრობ, თქვენი აუდიტორიისთვის დიდი საიდუმლო არ იქნება, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.
Discussion about this post