გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომისთვის სულ მცირე ერთი წელია ემზადება. ამ მხრივ, აგრესორ ქვეყანას შეუძლია საომარი მოქმედებების დიდი ხნის განმავლობაში წარმოება. ამის შესახებ შოლცმა CBS News-ის გადაცემაში ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება დაწყებამდე ერთი წლით ადრე მიიღეს, ან შესაძლოა უფრო ადრე, რადგან ის ამისთვის ემზადებოდა. ასე რომ, ის ომის გაგრძელებას ძალიან დიდხანს შეძლებს”, – განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა. .
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი. მისი თქმით, რუსეთში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანას მნიშვნელოვანი რესურსები აქვს. ამავდროულად, შოლცი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის სანქციები გავლენას ახდენს რუსეთზე, თუმცა პუტინი ამას არ აღიარებს.
„ახლა ეს ემართება ქვეყანას, რომელიც არც თუ ისე განვითარებულია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყველა ტექნოლოგია დანარჩენი მსოფლიოდან, რომ ჰქონდეს ცხოვრების მსგავსი დონე და იყოს გლობალური ეკონომიკის ზრდის ნაწილი“, – დაასკვნა კანცლერმა.
შოლცმა ადრე თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ვეღარ დაუბრუნდება იმ დონეს, რაც არსებობდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ.
გერმანიაში გამართული სამიტის შემდეგ შვიდი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინას ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური დახმარება გაუწიონ, რამდენადაც ეს საჭიროა.
Discussion about this post