ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების წარუმატებლობას და უკრაინის გამარჯვებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინი ცდილობს შექმნას საინფორმაციო გარემო, რათა უკრაინა და დასავლეთი რუსეთის ფედერაციის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულოს.
რუსი ოფიციალური პირები საინფორმაციო ოპერაციას ატარებენ, ისინი ცდილობენ არასწორად წარმოაჩენონ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რომელსაც მათი განცხადებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის არსებობისთვის.
ომის შესწავლის ინსტიტუტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია Russia-1-თან ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ “არ იცოდა, შეძლებდა თუ არა რუსი ხალხის ეთნიკური ჯგუფს გადარჩენას იმ სახით, როგორშიც ის დღეს არსებობს, თუ დასავლეთი მოახერხებდა მათ განადგურებას და შემდომ კონტროლს დაამყარებდა რუსეთის ფედერაციის ნარჩენებზე“.
პუტინის გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში საომარი ვითარების გაღვივებაში და დაასკვნა, რომ „ჩვენი დიდი ქვეყნის ძალა და მისი ავტორიტეტი არის გასაღები მთელი ჩვენი სამყაროს მომავლის შენარჩუნებისთვის.”
„პუტინი და მედვედევის რიტორიკა საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც უკრაინაში ომს წარმოაჩენს, როგორც ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან აუცილებლობას რუსეთის ფედერაციის გადასარჩენად. ეს არის, მცდელობა რუსულ-უკრაინული ომი ისე წარმოაჩინონ თითქოს რუსეთისთვის და დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს სინამდვილეშია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ომის შესწავლის ინსტიტუტის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, უკრაინული ძალები სამხრეთ უკრაინაში საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადებიან. ISW-ის წინასწარი შეფასებების თანახმად, ზაპოროჟიეს რეგიონში, უკრაინას აქვს კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში შეტევითი ოპერაციების მუდმივი წარუმატებლობის საპასუხოდ, რუსული ძალები თავდასხმის ახალ ტაქტიკას ამუშავებენ,
“რუსულ ქვედანაყოფებს შეუძლიათ მიაღწიონ ტაქტიკურ უპირატესობებს მაგრამ, სავარაუდოდ, სწრაფად დაკარგავენ პოზიციებს. მიზეზი ამ რაზმების მცირე ზომა და უკრაინელების მიერ გამოფიტვის ტაქტიკა წარმოადგენს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარები სწრაფად მიაღწევენ ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევებს.”, – ასკვნიან ანალიტიკოსები.
Discussion about this post