“ომის შესწავლის ინსტიტუტის” ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსულ არმიას ცოცხალი ძალით შევსების დეფიციტი შეექმნება და ეს რესურსი უსასრულო არ არის.
“რუსეთის არმიაში სამხედრო გაწვევის კიდევ ერთი ან ორი ტალღის შემდეგ, პუტინი შეიძლება ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებისთვის შესაფერისი რეზერვისტების რაოდენობა შეზღუდულია”.
უკრაინის ფრონტზე დაღუპული უამრავი რუსი ჯარისკაცების დანაკარგის შესავსებად, პუტინს სამხედრო სამსახურში მათი ნების საწინააღმდეგოდ სულ უფრო და უფრო მეტი რუსი ახალგაზრდის გაწვევა მოუწევს. თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
ISW-ის შეფასებით, რუსეთში ყოველწლიურად 800 000 ახალგაზრდა აღწევს 18 წელის ასაკს. ამ ეტაპზე, გაწვევის მეორე ტალღის შედეგად, 260 000 რუსი ახალგაზრდა უკვე რეკრუტირებულია სამხედრო სამსახურში.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, არსებული ცოცხალი ძალის შემცირების შემთხვავაში რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდება მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს. უკრაინის ფრონტზე გასაგზავნი ცოცხალ ძალაზე მზარდი მოთხოვნა ჯარში ფიზიკურად უვარგისი მოქალაქეების მოხვედრას გამოიწვევს. ამ შემთხვავაში შეამცირდება რუსი მოქალაქეების ის რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არიან ჩართული. “ომის შესწავლის ინსტიტუტის”ანალიტიკოების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ღიათ მიანიშნებს იმაზე, რომ ოკუპანტები რუსული ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანას აპირებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის ერთი წლის თავზე, უკრაინაში ოკუპანტი ქვეყნის დაახლოებით 148 690 სამხედრო პირია განადგურებული.
როგორც უკრაინის სამხედრო დაზვევრის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი იტყობინება, მობილიზაციის პირველი ტალღის დროს რუსეთმა 316 000-ზე მეტი ადამიანი აიყვანა სამხედრო სამსახურში და თითქმის ყველა მათგანი სათანადო მომზადების გარეშე გაგზავნეს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
Discussion about this post