ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფედერალური ასამბლეზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებების მესამედი უკრაინის ომს დაეთმო. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა არ ისაუბრა ეგრედ წოდებული სპეციალურ სამხედრო ოპერაციის გეგმებზე და მიზნებზე, სამაგიეროდ ვრცლად და დეტალურად ისაუბრა რუსეთის სამხედრო პოტენციალსა და ომის გამომწვევ მიზეზებზე. BBC-ს რუსულმა სამსახურმა გადაწყვიტა ვლადიმერ პუტინის განცხადებებიდნ რამდენიმე მათგანი შეედარებინა იმ რეალობას რომელსაც რუსული პროპაგანდა მალავს ან სხვაგვარად წარმოაჩენს.
რუსულენოვანი ბრიტანული გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეას ორი წლის განმავლობაში პირველად მიმართა. ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ელოდა, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან წარმატებას მიახწევდა და ამ სიახლით წარსდეგებოდა რუსეთის ფედერაციის 2022 წლის სხდომაზე, მაგრამ მის სამწუხაროდ ეს არმოხდა.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებში ადანაშაულებს. პუტინს მიაჩნია, რომ დასავლეთი წინასწარ აიარაღებდა უკრაინას და მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განაწყობდა. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე კიევი მოლაპარაკებებს აწარმოებდა დასავლეთთან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა მძიმე ტექნიკის მიწოდებაზე”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
BBC-ს ანალიტიკოსები თვლიან, რომ პუტინის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. 2014 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ “უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის” აქტს მოაწერა ხელი რომელიც ამერიკელებს კიევისთვის იარაღის მიწოდების უფლებას აძლევდა. აქედან დაიწყო ამერიკელების მხრიდან უკრაინის შეიარაღება. 2015 იდან 2017 წლებში უკრაინისთვის მიწოდებული საბრძოლო კომპლექსები, მაგალითად სათვალთვალო დრონები, ჯავშანტექნიკა, სარადარო სადგურები და საველე ჰოსპიტალი ლეტარულ შეიარაღებად არ ითვლება.
2017 წლის დეკემბერში, უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილება უკვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო. რუსულენოვანი ბრიტანული გამოცემის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილების შედეგად უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი და რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვას ითვალისწინებდა. 2018-2021 წლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს Javelin ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, ყუმბარმტყორცნები, საბრძოლო მასალა და Stinger-ის კომპლექსები. ომის დაწყებამდე სამხედრო ექსპერტები თვლიდნენ, რომ დასავლეტის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღება რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებდა და ის მხოლოდ პარტიზანული მოქმედებებისთვის იყო გამოსადეგი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შეერთებული შტატების პარალელურად, კანადა და ევროპაც იგივე სხაის სამხედრო დახმარებას უწევდა უკრაინას. ბრიტანეთი ჯავშანტექნიკას, კანადა ღამის ხედვის მოწყობილებებს და ჩაფხუტებს. გერმანია კი საერტოდ უარს აცხადებდა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გაგზავნაზე.
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ “რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია.” BBC-ს ანალიტიკოსები ბოლო 200 წლის მანძილზე მომხდარ ისტორიულ ფაქტებს იშველიებენ და მაგალითად რუსეთის წარუმატებული სამხედრო კომპანიები მოყავთ: რუსეთ-იაპონიის ომი, პირველი მსოფლიო ომი, ავღანეთი, პირველი ომი ჩეჩნეთში.
ბრიტანული გამოცემა ასევე ხაზ უსვამს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩაგდებულ სამხედრო ოპერაციებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან წარუმატებელი ბრძოლების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას და უკან დახევას. “უფრო მეტიც, უკრაინაში ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რუსული არმიის უკანდახევა კიევიდან, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, ხერსონის, ლიმანის, ხარკოვის, იზიუმის, ბალაქლეისა და გველების კუნძულის მახლობლად”-წერს BBC-ს რუსული გამოცემა.
“თეზისი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, გულისხმობენ, რომ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. როგორც ჩანს, მათი ლოგიკით აქედან უნდა გამოვიდეს, რომ მტრის ჯარი ვერც რუსეთის ოკუპაციას შეძლებს და ვერც მოსკოვის აღებას. მაგრამ არც უკრაინას და არც მის მოკავშირეებს არასოდეს დაუყენებიათ ასეთი მიზანი”-ნათქვამია რუსულენოვან ბრიტანულ გამოცემაში.
Discussion about this post