საკურიერო კომპანია USA2GEORGIA-მა მომხმარებლებს, ტვირთების ხშირ დაგვიანებასთან დაკავშირებით გამოწვეულ უკმაყოფილებას, ოფიციალური წერილით უპასუხა. კომპანიის ინფორმაციით, დამნაშავე ავიაკომპანია Turkish Airlines არის, რომელიც რესისებს გაუფრთხილებლად ცვლის. თუმცა პრობლემები როგორც ჩანს, მხოლოდ ავიაკომპანიას არ უკავშირდება.
შეყოვნებები საბაჟოზეს მოხშირდა. ასევე უკმაყოფილება გამოიწვია კომპანიის მომსმახურების პირობებში ახალმა პირობებმა, სადაც ნივთების გადაზიდვაზა მომსახურეობის ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ დამატებითი, სავალდებულო დაზღვევის გადასახადი, 2 000 დოლარიან ნივთზე 300 ლარს აღწევს. ამას ემატება ტვირთის ტრანსპორტირების სერვისის ღირებულება და განბაჟების გადასახადი. რამაც ჯამში, შესაძლოა საშუალო სიმძიმის ნივთის ღირებულების 30-35% შეადგინოს.
“USA2GEORGIA-ს გუნდი ფორს-მაჟორულ რეჟიმში მუშაობს, მიზეზი ისაა, რომ ავიაკომპანია Turkish Airlines, რომელიც USA2GEORGIA-ს ამ დრომდე მომსახურებას უწევდა, აშშ-ის რეისების განრიგს მუდმივად და მოულოდნელად ცვლის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რაც მომხმარებლის საქმის კურსში ჩაყენების შესაძლებლობას არ გვიტოვებს.
გვესმის, რომ თქვენთვის აღნიშნულ ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მიმდინარე პროცესის მართვა ჩვენს ძალებს აღემატება. USA2GEORGIA-ს მრავალწლიანმა მომხმარებლებმა იცით, რომ ამ დრომდე რეისებს ასე არასდროს დაუგვიანია. სწორედ ამაზე დაყრდნობით გთხოვთ, რომ გაგვიგოთ შეფერხების გამო, რომელზე პასუხისმგებლობასაც თავად ავიაკომპანია არ იღებს!” აცხადებს USA@GEORGIA.
კომპანიის მტკიცებით, პრობლემა ის არის, რომ სატვირთო ლაინერების გარეშე, USA2GEORGIA-ს დიდი ტვირთის ტრანსპორტირებას, სხვა პატარა სამგზავრო ავიაკომპანიები ადგილის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ.
USA2GEORGIA ავიაკომპანია Turkish Airlines-ს ნდობას აღარ უცხადებს! აცხადებს კომპანია.
“USA2GEORGIA-მ დაჩქარებული წესით მოიძია და ხელშეკრულება გააფორმა ალტერნატიულ ჩარტერულ ავიაკომპანიასთან, რომელიც USA2GEORGIA-ს დიდი ტვირთების დროულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. როგორც მოგეხსენებათ, ჩარტერული ფრენებით ტვირთის გადაზიდვა გაცილებით მაღალ ტარიფს გულისხმობს, თუმცა ჩვენს მომხმარებელზე ტარიფის ზრდა არ აისახება”.
მისივე ინფორმაციით, ორშაბათიდან, 18 მარტიდან რეისები ჩვეულ განრიგს დაუბრუნდება.
ამ დროისთვის უამრავი მომხმარებლის ანგარიშში კვლავ ისახება რამდენიმე დღით დაგვიანებული რეისები და ამანათები.
გასულ წელს, კონკურენციის სააგენტომ USA2GEORGIA-ს დაავალა, “მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს”.
Discussion about this post