„უკრაინასა და ოკუპანტ რუსეთს შორის საკამათო პუნქტებზე შეთანხმებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე დღიდან კვირანახევრამდე.
“მშვიდობის” მიღწევის შემდეგ ჩვენ შევქმნით მყარ საზღვარს და მოვექცევით რუსეთს ისევე ცივად, როგორც ქვეყანა, რომელიც შემოიჭრა ჩვენს სახლში“ ამის შესახებ განაცხადა wiadomosci.wp.pl-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებში რუსეთის და უკრაინასთან ერთად, ირიბად უკრაინის პარტნიორები, მათ შორის პოლონეთიც მონაწილეობს.
უკრაინას სურს რუსეთთან შეთანხმებაში დეტალურად განსაზღვროს რუსული ჯარების გაყვანის კონკრეტული გეგმა, „ლეგალურად გადაამოწმოს ეს და მიიღოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა“.
პოდოლიაკი თვლის, რომ ამის შემდეგ რუსეთს „სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ დაიწყოს თავისი შეიარაღებული ძალების დაუყონებლივ უკანდახევა“.
“შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორივე მხარისთვის ძალაში შევა ვენის კონვენცია. მასში ნათლად არის ნათქვამი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს, თუ მეომარი სახელმწიფოები არ გაიყვანენ ჯარებს მტრის ტერიტორიიდან”, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა
პოდოლიკი ამბობს რომ, რუსეთი მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე მეტი მოთხოვნებით მივიდა, რომელთა უმეტესობა უკვე აღარ განიხილება და „რუსეთის დელეგაცია ბოლო პერიოდში მკვეთრად შერბილდა“.
“ეჭვი მაქვს, რომ უკრაინელებისთვის ომი ამით დამთავრდება. რუსეთი იყო და იქნება აგრესორი. ექსპანსია მათი ერთადერთი იდეოლოგიაა და არ აპირებენ მის მიტოვებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პუტინი გააგრძელებს დიდ ძალაუფლების პოლიტიკას“, – განმარტა პოდოლიაკმა.
Discussion about this post