რომის პაპმა ფრანცისკეს მიაჩნია, რომ უკრაინის ომი გლობალურია და უახლოეს მომავალში არ დასრულდება. ეს მოსაზრება პაპმა ABC-ის ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ომის დასასრულებლად, მაგრამ მას არავინ უსმენს.
“მე ვერ ვხედავ დასასრულს რადგან ეს არის გლობალური ომი… ბევრი ხელია ჩაყოფილი და ურევს ომის ქვაბს… ვფიქრობ, ომი იწყება მაშინ, როდესაც იმპერია იწყებს დასუსტებას. როდესაც არსებობს იარაღი, ხდება მისი გამოყენება, გამოცდა და გაყიდვა. ბევრი რამ არის სასწორზე“, – თქვა ფრენსისმა.
რომის პაპის განცხადებით ის მუდმივად იღებს ელჩებს ყველა მხრიდან რათა გავლენა იქონიოს ომის დასრულების პროცესში.
“აქ ვიღებ ყველას. ახლა ვოლოდიმირ ზელენსკი მესამედ მაგზავნის თავის ერთ-ერთ სულიერ მრჩეველს. მე ვრჩები კონტაქტზე, ვიღებ მათ, ვეხმარები…” – განმარტა ფრენსისმა.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან საშინელი და სასტიკია. “ეს მართლაც ძალიან სერიოზულია. ეს არის ის, რასაც მე ვგმობ”, – თქვა რომის პაპმა.
28 ნოემბერს, რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალ “ამერიკასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ომის “ყველაზე სასტიკი” მონაწილე რუს სამხედროებს შორის ჩეჩნები და ბურიატები არიან. მისი თქმით, უკრაინაში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას აქვს ბევრი ინფორმაცია უკრაინაში რუსული ჯარის სისასტიკესთან დაკავშირებით.
რომის პაპმა ორივე მხარეს შესთავაზა გამხდარიყო შუამავალი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ კრემლმა უარი თქვა ვატიკანის შეთავაზებაზე.
Discussion about this post