როსკომნადზორმა Google-ისა და მისი პროდუქტების რეკლამა აკრძალა. ამასთანავე რუსეთის სახელმწიფო უწყება პირობას დებს, რომ მოაწყობს „ინტერნეტ მომხმარებლების საძიებო სისტემებით ინფორმირებას“ კომპანიის მიერ რუსული კანონების დარღვევის შესახებ.
როგორც უწყების ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გუგლის რეკლამის აკრძალვა გამოწვევული იქნა იმის გამო, რომ YouTube-ის (Google-ს კუთვნილი ბრენდი) ვიდეო ჰოსტინგი უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ფეიკებს ავრცელებს. ასევე არ შლის რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებული „მემარჯვენე სექტორის“ და „აზოვის ეროვნული გვარდიის პოლკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო კონტენტს
„საინფორმაციო და ეკონომიკური ხასიათის ჩამოთვლილი ღონისძიებები ამერიკულ ინტერნეტკომპანია Google -თან მიმართებაში დარჩება ძალაში მანამ, სანამ არ აღმოფხვრიან რუსეთის კანონმდებლობის დარღვევებს“, – ნათქვამია სააგენტო Telegram-ის არხზე.
მანამდე როსკომნადზორმა-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube-მა არ წაშალა 10000-ზე მეტი ექსტრემისტული მასალა. სააგენტომ 22 პროტოკოლი გაუგზავნა სასამართლოს Google-ის წინააღმდეგ აკრძალული ინფორმაციის არ წაშლის გამო. სასამართლომ კომპანია დამნაშავედ ცნო და 50 მილიონზე მეტი რუბლით დააჯარიმა.
Discussion about this post