რუსეთის ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს ევროპული სანქციების ახალი პაკეტის შედეგად მიყენებულ დარტყმებს. ეს იმ შემთხვავაში მოახერხდება, თუ რუსეთი შეძლებს ბარელი ნავთობის მინიმუმ 44 დოლარად გაყიდვას, ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
”რუსეთის ბიუჯეტი დიდ წილად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. 2021 წელს ნავთობის ექსპორტის წილი მთლიანი შემოსავლის 45%-ს შეადგენდა. სანქციების მეექვსე პაკეტის ფონზე რუსული ეკონომიკა ვერ დაზარალდება მაშინაც კი, თუ მწარმოებლები შეძლებენ ბარელი ნავთობი $44 ან უფრო მაღალი ფასად გაყიდონ.” ნათქვამია სტატიაში.
ოთხშაბათს, Brent-ის ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა და ბარელზე 110,39 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდა გამოიწვია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის გამოცხადებულმა სანქციების მექვსე პაკეტმა, თუ ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს შეძლებს ნავთობის ფასი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც რუსეთს მიყენებული ფინანსური დარტყმის მოგერიების საშუალებას მისცემს.
რუსული ნავთობის მთავარი პოტენციური მყიდველები აზიის ქვეყნებში არიან. ჩინეთში კერძო მფლობელობაში არსებულმა ნავთობ გადამამუშავებელმა ქარხნებმა უკვე გაზარდეს შესყიდვები, მაგრამ დასავლეთის სანქციების შიშით, ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო კომპანიები ჯერჯერობით თავს არიდებდნენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსკოვისთვის ადვილი არ იქნება ნავთობის აზიაში გადატანა, რადგან როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ მილსადენის ინფრასტრუქტურა ძირითადად დასავლეთში ტრანსპორტირებაზე ორიენტირებული. რუსული ნავთობის ექსპორტის 60%-ის წილს ევროკავშირის ქვეყნები შეადგენდა, ჩინეთის კი სამჯერ ნაკლები.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის წარმომადგენელის კრეიგ კენედის თქმით, ჯერ გაურკვეველი რჩება როგორ მოხერხდება ჩინეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება და დასავლეთისთვის განკუთვნილი წილის ჩინეთისთვის მიწოდება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთი სავარაუდოდ ვერ შეძლებს საკმარის რაოდენობის ტანკერებს მობილიზირებას, რათა მთელი თავისი ნავთობის ექსპორტი ევროკავშირიდან აზიაში ზღვით გადაიტანოს. დიდი ალბათობით “საზღვაო მზღვეველები, ბანკები და გემთმფლობელები სანქციების რისკის გამო უარს იტყვიან მიიღონ მონაწილეობა ამ საქმეში.“
თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი კურსები უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების...
Read more
Discussion about this post