რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა. ამის შესახებ რუსული „ფორბსი“ წერს. გამოცემის თანახმად, ანისიმოვი მეშვიდე მილიარდერია, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
ვასილი ანისიმოვი ამჟამად ხორვატიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეკონომიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. რუსი მილიარდერების რეიტინგში, რომელიც „ფორბსმა“ 2023 წელს გამოაქვეყნა, ანისიმოვი 72-ე ადგილზე იყო 1,6 მილიარდი დოლარის ქონებით.
უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ბევრმა მილიარდერმა თქვა, მათ შორის: რუბენ ვარდანიანმა (ტროიკა დიალოგ), ტიმურ ტირლოვ (ფრიდომ) იური მილნერ (დეესტე გლობალ) ნიკოლაი სტორონსკი (რევოლუტ), იგორ მარკოვ (იტერას ყოფილი მფლობელი) ოლეგ ტინკოვი (ტინკოვ გრუპ).
ვასილი ანისიმოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორი იყო ჰოლდინგ „მეტალოინვესტში“. მოგვიანებით შექმნა საკუთარი კომპანია Coalco. ანისიმოვი, რომელიც 2010-2022 წლებში რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც იყო, ირწმუნება, რომ რუსეთში არანაირ ქონებას აღარ ფლობს.
ვასილი ანისიმოვმა „ფორბსს” წარუდგინა დოკუმენტები, რომელთა თანახმად, რუსეთის მოქალაქეობიდან ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში „გავიდა”. გამოცემის თანახმად, მოქალაქეობაზე უარის შემდეგ ანისიმოვი რუსეთში საქმიანი ვიზით ჩადის.
ანისიმოვი ყაზახეთში დაიბადა. ის იყო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. ქონება არყის წარმოებით, უძრავი ქონების ბიზნესით და ალუმინის წარმოებით მოიხვეჭა.
მილიარდერი ორჯერ დაქორწინდა. ჰყავს 4 შვილი.
2000 წელს, მისი ქალიშვილი მეუღლესთან ერთად შებოჭილი და მოკლული იპოვეს.
Discussion about this post