რუსეთის საუკუპაციო არმიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მოსალოდნელია, რუსი ოკუპანტების მიერ ახალი ტაქტიკის შემუშავება, რომლის ამოცანაც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მწყობიდან გამოყვანა იქნება. ამ მიზნით რუსეთი გააძლიერებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს მთელი უკრაინის მასშტაბით.
მალე მტერი შეეცდება მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და დაიპყროს ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პროგნოზირებულია, რომ უახლოეს მომავალში მტერი შეეცდება დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას და მომავალში შესაძლოა გააძლიეროს მოქმედებები ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილის დასაკავებლად“, – განაცხადა მან.
გრომოვის თქმით, უკრაინის კრიტიკული, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, კრემლი გააგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამიზნეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„დაბომბვის ინტენსივობა დამოკიდებული იქნება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უნარზე, მიაწოდოს შეიარაღებულ ძალებს გრძელი და საშუალო დისტანციის მაღალი სიზუსტის იარაღი“, – განმარტა უკრაინელმა გენერალმა. აქვე მან დასძინა რომ უკრაინული მხარე უფრთხის ირანის შესაძლებლობას მიაწოდოს რუსეთს რაკეტები და უპილოტო დრონები.
დეკემბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუს ჯარებს დონეცკის ოლქის საზღვრებთან მისვლა წლის ბოლომდე სურთ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახლა უმძიმესი ბრძოლები რუსეთის არმიასთან სოლედარის რაიონში გრძელდება. მიუხედავად დამპყრობლების განცხადებებისა ქალაქის აღების შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება 100-ზე მეტი დამპყრობლის განადგურების შესახებ.
ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანიამ Maxar Technologies აჩვენა, როგორ გამოიყურებიან სოლედარი და ბახმუტი.
Discussion about this post