რუსეთის ხელმძღვანელობა არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციის“ გახანგრძლივებას, განაცხადა ანდრეი კლიმოვმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ფედერაციის საბჭოს კომისიის ხელმძღვანელმა.
რია ნოვოსტის ცნობით, რუსმა ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ტყვეების სასამართლო პროცესები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საუკუპაციო ძალები ამ ეტაპზე გადაჯგუფებას და ძალებს შევსებას ახდენენ. როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რუსეთმა შეცვალა ტაკტიკა და ყურადღების კონსოლიდება უკრაინის ჩრდილოეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მოახდინა. ამ ეტაპისთვის უკრაინულმა ძალებმა აღადგინეს ოკუპანტიებისგან განთავისუფლებულ რეგიონებზე კონტროლი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტები საუბრობენ,რომ რუსული არმია და მისი ხელმძღვანელობა დეზორიენტირებულია იმ დანაკარგების გამო რაც მათ 1 თვის განმავლობაში მიიღეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, ქვეყნის დანაკარგებს ტრაგიკული უწოდა.
საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ, რუსეთის არაერთი განცხადების მიუხედავად, ოკუპანტებმა არ გაიყვანეს ჯარი ქვეყნის ტერიტორიიდან. აევე არ შემწყდარა მშვიდობიანი მოსახლეობის დამბომბვები.
საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში დაიწყო რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიება, დასავლეთ რისთვისაც ქვეყნებმა მიავლინეს უკრაიანში გამომძიებლები.
უკრაინის და დასავლური ქვეყნების ინფორმაციით, რუსეთმა ომში 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
ორი დღის წინ, უკრაინის არმიამ რუსეთის უმსხვილესი სამხედრო გემი ააფეთქეს. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა გემი “მოსკოვი”-ს ჩაძირვა.
დანაკარგები
დანაკარგების მხარე | დანაკარგები | დროის პერიოდი | წყარო |
---|---|---|---|
მშივიდობიანი მოსახლეობა | 2 734–3 000 მოკლული(მხოლოდ ხარკივში და მარიუპოლში) | 24 თებერვალი – 16 მარტი 2022 | უკრაინის მთავრობა[501][502][503] |
816 მოკლული | 24 თებერვალი – 17 მარტი 2022 | გაერო[504] | |
მოხალისეები | 2 870 მოკლული | 24 თებერვალი – 2 მარტი 2022 | რუსეთის მთავრობა[505] |
2 000–4 000 მოკლული | 24 თებერვალი – 9 მარტი 2022 | აშშ[506] | |
1,300 მოკლული | 24 თებერვალი – 12 მარტი 2022 | უკრაინის მთავრობა[507] | |
რუსეთის ძალები | 498 მოკლული | 24 თებერვალი – 2 მარტი 2022 | რუსეთის მთავრობა[508] |
3 000–10 000 მოკლული | 24 თებერვალი – 18 მარტი 2022 | აშშ[509] | |
14 200 დანაკარგი | 24 თებერვალი – 18 მარტი 2022 | უკრაინის მთავრობა[510] | |
დონეცკის სრ-ს ძალები | 199 მოკლული | 25 თებერვალი – 10 მარტი 2022 | დონეცკის სრ[511] |
Discussion about this post