რუსი დამპყრობლები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ. იტყობინება unian.net უკრაინის გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ოკუპირებული ზონების შენარჩუნებაზე, გარკვეული მიმართულებით შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის მომზადებაზე, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების სრული კონტროლის დამყარებაზე. მტერი ცდილობს შეიარაღებული ძალების გადაჯგუფებას აღმოსავლეთით შეტევის განსახორციელებლად. დაფიქსირდა სარკინიგზო გზით მტრის ჯარების და აღჭურვილობის გადაყვანა ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“-ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ასევე, გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ მტრის მიერ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და უკრაინის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ სარაკეტო იარაღის გამოყენების საფრთხე რჩება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დამატებითი ქვედანაყოფების მოძრაობა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისთვის გრძელდება. ამასთან, გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის ცალკეულმა სამხედრო ნაწილებმა უკვე ამოწურეს რეზერვების შექმნის შესაძლებლობა.
გენერალური შტაბში აღნიშნავენ, რომ ჯარების გაყვანის უზრუნველსაყოფად, ოკუპანტები უკრაინის პოზიციებს არტილერიით ბომბავენ. 35-ე გაერთიანებული არმიის ქვედანაყოფების გაყვანა პირადად ორგანიზებულია არმიის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე სანჩიკის მიერ.
„უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს, 29-ე არმიის და 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის დანაკარგებმა 60%-ზე მეტი შეადგინა“ – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
Discussion about this post