რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვენედიქტოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ შესაძლოა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს. ამის შესახებ RBC წერს,
“კიევმა კარგად იცის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომისკენ. ნატოს წევრებს თავად ესმით ამ ნაბიჯის სუიციდური ბუნება”, – განაცხადა ვენედიქტოვმა.
რუსი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, პირველ რიგში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს და არა ალიანსის ძველი წევრები.
„უფრო სერიოზული სახელმწიფოები და თვით ბრიუსელიც კი, ენთუზიაზმის გარეშე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გამოსცა კონტრარგუმენტების სტანდარტული ნაკრები: ბლოკის სტანდარტების შეუსრულებლობა, ტერიტორიული დავების არსებობა და ა.შ.“, – განაცხადა მან.
როგორც მკითხველისთვის ცნობილია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის ალიანსში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა უარი თქვა შეერთებაზე და ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებას.
მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს განახორციელონ უკრაინის მიერ მომზადებული წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულებაში.
Discussion about this post