რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომში ზუსტი მართვადი იარაღის მარაგის 60 პროცენტი გამოიყენა. ამის შესახებ იუწყება Ukrinform-ი. როგორც საინფორმაციო სააგენტოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიზე განუცხადა, „თუ ვსაუბრობთ მაღალი სიზუსტის იარაღზე, ჩვენი მონაცემებით მარაგების დაახლოებით 60 პროცენტი უკვე გამოყენებულია. ზოგიერთი სახეობა, კიდევ უფრო მეტი – 70 პროცენტს გადასცდა. არსებობს მოთხოვნები რომლის დონეც უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით „ისკანდერების“ შემთხვავაში ეს ზღვრული დონე თითქმის შესრულდა“.
როგორც სადაზვერვო სამართველოს-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი ორი თვის განმავლობაში მტერი ქაოტურად ახორციელებდა სარაკეტო შეტევებს. შემდგომში სიტუაცია შეიცვალა.
სკიბიცკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია ისე სწრაფად შეავსოს მარაგები როგორც ეს საბჭოთა კავშირს შეეძლო. „რუსეთს არ აქვს ასეთი შესაძლებლობები. მაღალი სიზუსტის იარაღის სწრაფი წარმოება შეფერხებულია, ეკონომიკური, პოლიტიკური სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის ფედერაციისთვის, არ იძლევა უცხოური წარმოების კომპონენტების აქტიურად გამოყენების საშუალებას“.
სადაზვერვო სამართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა. „თუ ადრე ობიექტზე ორი ან ოთხი რაკეტა გამოიყენებოდა, ახლა აშკარად კონტროლდება გამოყენებული რაკეტების რაოდენობა და მიზანმიმართულება. ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს და გვესმის, რომ რუსეთის ფედერაციაში მაღალი სიზუსტის იარაღის, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის რესურსი მაქსიმალურ დონეზეა“.
Discussion about this post