რუსეთი მორიგი მობილიზაციისთვის ემზადება და ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები.
მობილიზაციის პირველი ტალღის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოიძახეს 300 000 ადამიანი, ხანმოკლე მომზადების შემდეგ მობილიზებულები იგზავნება უკრაინის საბრძოლო ზონაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ მობილიზაციის მორიგი ტალღა უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. კიდევ 500 ათასი რუსეთის მოქალაქე გაწევრიანდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, რაც ტერორისტულ ქვეყანას საშუალებას მისცემს შექმნას სტრატეგიული რეზერვები.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, აგრესორი ქვეყნის მიერ განხორციელებული სამობილიზაციო ღონისძიებების მასშტაბები მოწმობს მისი ხელმძღვანელობის გეგმებზე, შექმნას დაახლოებით 2 მილიონიანი არმია.
დაზვერვის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადებისთვის. კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები შედის რუსეთის ფედერაციის კანონებში, რომლებიც არეგულირებს მობილიზაციის ჩატარებას. ასევე გრძელდება სასწავლო ცენტრების აქტიური მომზადება.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციი-ს ხელმძღვანელმა სერხი პოპკომ განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს მტრის შეტევის ახალი ტალღის მცდელობებს.
ამგვარად, 150 000 ადრე მობილიზებული რუსი წვრთნას გადის საწვრთნელ მოედნებზე.
გარდა ამისა, 16 იანვარს ბელორუსის ტერიტორიაზე ბელარუსისა და რუსეთის სამხედროების ერთობლივი ტაქტიკური საფრენოსნო წვრთნები უნდა დაიწყოს.
პოპკოს თქმით, ეს წვრთნები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც კიევის წინააღმდეგ ახალი შეტევის ან დედაქალაქზე კონცენტრირებული სარაკეტო დარტყმის პირდაპირი საფრთხე.
Discussion about this post