მე ვფიქრობ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებს, რუსეთთან მიერთების ძალიან დიდი შანსი გააჩნიათ, რადგან თავდაპირველად, ის რუსული ტერიტორი იყო, განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა.
მანამდე, ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, “ედინაია როსიას” გენერალურმა მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენობაში შევლენ, მისი თქმით, ამის გადაწყვეტილებას თავად მაცხოვრებლები მიიღებენ.
ტურცაკს არაფერი უთქვამს დევნილ მოსახლეობაზე, რომელთაც რეფერენდუმში მონაწილეობას რუსეთი არ სთავაზობს.
რეფერენდუმების გამოცხადების ტაქტიკას, რუსეთი ათწლეულებია იყენებს ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორის საქართველოში, აფხაზეთის და სამაცაბლოს ოკუპირების შემდეგ, რუსეთმა ხელდასმული მთავრობების ორგანიზებით არჩევნები ჩაატარა ხოლო 2008 წელს ეს რეგიონები დამოუკიდებე ქვეყნებად აღიარა. არჩევნებში, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ, მონაწილეობა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, დევნილობის გამო არ მიუღია.
ქართველ დევნილთა სამაჩაბლოში და აფხაზეთში, დაბრუნებას, რუსეთი იქ პროქართული უმრავლესობის აღდგენის შიშით ეწინააღმდეგება.
უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას სახელმწიფოს აღმოსავლეთით ომის დასასრულებლად და მზად არის მომავალი ბრძოლისთვის დონბასში. ამ ბრძოლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საომარი მოქმედებების შემდგომ წარმართვაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
Discussion about this post