რუსეთმა პროპაგანდის გავრცელების ახალი გზა მოიფიქრა. პროპაგანდისტებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად ახალ ხერხს მიმართეს, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული სადაზვერვო ფირმა Nisos-ის მკვლევართა ანგარიშში, რომელიც დეზინფორმაციას და სხვა კიბერ უსაფრთხოებას აკონტროლებს, იუწყება უნიანი.
ახალი მეთოდი ციფრული ხრიკების გამოყენებას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც პროპაგანდისტებს შეუძლიათ გვერდი აუარონ მთავრობისა და ტექნოლოგიური კომპანიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. რუსულ სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა და ონლაინ რესურსებმა 18 სხვადასხვა ენაზე, წყაროს დადგენის გარეშე, გაავრცელეს პროპაგანდისტური ვიდეოები.
ამგვარი ვიდეოების გავრცელება კრემლის პროპაგანდას საშუალებას აძლევს, უკრაინა დაადანაშაულოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლში. ხოლო ანექსირბებული რეგიონების მაცხოვრებლები ოკუპანტების მხარდაჭერაში.
რუსული პროპაგანდისტული ვიდეოები ინგლისურ ენაზე ვრცელდება Twitter-ზე და ამერიკელ კონსერვატორებში პოპულარულ პლატფორმებზე, მათ შორის Gab და Truth Social, რომლებიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არის შექმნილი.
Nisos-ის ანალიტიკოსების მიერ აღმოჩენილი ახალი მეთოდით, პროპაგანდისტული ვიდეოებს აღმოსავლეთ ევროპაში პოპულარულ პლატფორმებზე Telegram-ის საშუალებით აქვეყნებენ რომელსაც თავის მხრივ საკმაოდ აქტიურად იყენებენ აშშ-ში მყოფი კონსერვატიული ძალები.
Discussion about this post