2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთის მიერ დაწყებიული სრულმასშტაბიანი ომის გამო უკრაინის ინფრასტრუქტურას 137,8 მილიარდ დოლარს ზარალი მიადგა, განადგურებულია 280 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლი. ამის შესახებ საუბარია კიევის ეკონომიკური სკოლის ექსპერტების მიერ შედგენილ ანგარიშში.
რუსეთის ოკუპანტების მიერ განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა საბინაო ფონდი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კულტურის, რელიგიისა და სპორტის ობიექტები. მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით, ოკუპანტი მიზანმიმართულად უტევდა ამ ობიექტებს სხვადასხვა სახის იარაღით.
რუსეთ-უკრაინის შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, უკრაინაში საბინაო ფონდის განადგურების შედეგად მიღებული ზარალი 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამას ემატება 1,5 მილიარდი დოლარი, რომელიც დეკემბერში კიდევ გაიზარდა. ათ თვეზე მეტი ხნის მანძილზე უკრაინაში სულ დაზიანდა ან განადგურდა 149 000 საცხოვრებელი კორპუსი. დიდი რაოდენობით განადგურდა ან დაზიანდა კერძო სახლები, 131 000 ერთეული.
მეორე ყველაზე დიდი ზარალი ინფრასტრუქტურაზე მოდის 35,6 მილიარდი დოლარით. 13 მილიარდი დოლარის ზიანი მიიღეს მრეწველობამ და საწარმო ობიექტებმა.
ინფრასტრუქტურა თანდათან აღდგენას იწყება, დეკემბ-იანვარში 150-ზე მეტი სრულიად დანგრეული ან დაზიანებული ხიდი აღსდგა .
ოკუპანტები არღვევენ ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს და მიზანიმართულად ანადგურებენ სპორტულ-საგანმანათლებლო ობიექტებს. ამ სფეროში ზარალის რაოდენობა 8,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. საომარი მოქმედებების შედეგად უკვე დაზიანდა ან განადგურდა 3000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 865 სასკოლო და 505 უმაღლესი განათლების შენობა-ნაგებობა.
2,2 მილიარდ დოლარაის ზარალი მიადგა სპორტულ ინფრასტრუქტურას. მასთან ერთად განადგურებულია რელიგიური დანიშნულების მქონე შენობები. ოკუპანტი განურჩევლად არბევდა ნებისმიერი რელიგიური მიმდნიარეობის ტაძრებს.
უკრაინაში რუსი საუკუპაციო არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სრულად განადგურდა ან დაზიანდა:
- 64 მსხვილი და საშუალო საწარმო,
- 84 ათასი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,
- 31 სკოლა-ინტერნატი,
- 44 სოციალური ცენტრი,
- 3 ათასი მაღაზია,
- 593 აფთიაქი,
- 195 ათასი კერძო მანქანა,
- 14 ათასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
- 330 საავადმყოფო,
- 595 სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა.
Discussion about this post