რუსეთში მხოლოდ 120 ისკანდერი დარჩა, თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე გამოყენებულია, იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ვადიმ სკიბიცკი, The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, იტყობინება უკრაინული წყარო.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოიყენა“, – ნათქვამია გამოცემაში.
ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა კრემლის გეგმები ირანიდან შეიძინოს Fateh-110 და Zolfaghar ბალისტიკური რაკეტები.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით,რუსები ირანიდან ნაყიდ რაკეტებით მოამარაგებენ რუსულ სამხედრო პორტებს ასევე შეიარაღება შევა კასპიის ზღვაში დასაჰაერო გზით გააგზავნება ყირიმში.
„ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
რამდენიმე ხნის წინ, უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორამაციის თანახმად, რუსეთმა ირანული რაკეტების შეძენაზე თანხმობა განაცხადა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, რომლებსაც 300 და 700 კილომეტრამდე დაშორებით სამიზნეების დარტყმა შეუძლიათ.
დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სანქციების გამო წელიწადში არაუმეტეს 50 რაკეტის წარმოება შეუძლია.
Discussion about this post